დაახლოებით 75 პროცენტიანი გაყიდვების წილით, ფიქსაციის სისტემების განყოფილება ყველაზე დიდია ფიშერის განყოფილებებს შორის (fischer fixing systems, fischer automotive, fischertechnik, fischer Consulting, LNT Automation).უმაღლესი ხარისხის უსაფრთხო და ეკონომიური ფიქსაციის და დამაკავშირებელი ელემენტების წყალობით, ფიშერი ბოლო ექვსი ათწლეულის მანძილზე სამშენებლო ინდუსტრიის ერთერთი ლიდერი გახდა. პროდუქციის ფართო სპექტრი დაწყებული ქიმური სისტემებით, რკინის და პლასტმასის ანკერებით, მძიმე დატვირთვის ფიქსაციით, რომელიც გამოიყენება გვირაბების,ხიდების ან ელექტროენერგიის გამომუშავების ქარხნების მშენებლობაში , დამთავრებული მსუბუქი ფიქსაციით კედელში ან ჭერში და ა.შ: ფიშერს აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება ნებისმიერი ფიქსაციის საკითხში.
პროდუქტის პორთფოლიო მოიცავს 15,000 დასახელებას,რომელიც შეიცავს: ანკერებს დინამიური დატვირთებისთვის სეისმიურად აქტიურ ზონებში, ხანძარსაწინააღმდეგო ფიქსაციას, ინოვაციურ საფასადე სისტემებს და მინის ფიქსაციას, სადაც ანკერი არ გადის მინაში. ფართო ასორტიმენტი ჭანწიკების, სპეციალური პროდუქტები კომპოზიტური თერმული საიზოლაციო სისტემებისთვის, HVAC სისტემების ინსტალაციისთვის,წებო,სილიკონები,ქაფები და საბურღი მოწყობილობები, გვიჩვენებს ფიშერის ფიქსაციის მრავალფეროვან სისტემას.
ფიშერი თვითონ აწარმოებს თავის პროდუქტებს ძირითადად გერმანიაში(ვალდახტალი,ჰორბი,ემენდინგენი,დენზლინგენი),ასევე არგენტინაში,ბრაზილიაში,ჩინეთში,იტალიაში და აშშ-ში. ფიშერ ჯგუფის თოთოეულ თანამშრომელზე 20 ჯერ მეტი პატენტია, ვიდრე საშუალოდ ერთ რეგისტრირებულ თანამშრომელზე გერმანიაში.15,5 მილიონი ცალი ფიქსაციის პროდუქტი იყიდება ყოველდღე ანუ 11,000 ერთეული ყოველ წუთს. ასევე ფიშერი ფლობს ყველაზე მეტ სამშენებლო სერტიფიკატს მთელს ევროპაში.